|
|
|
| ENGLISH VERSION | |
|
|
|
მსჯელობა რეინტეგრაციის საკითხებზე 17.07.2008
17 ივლისს ქვემო ქართლის რეგიონიში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებთან რეინტეგრაციის საკითხში, ელენე თევდორაძესთან და დავით რეხვიაშვილთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი დავით კირკიტაძე, რწმუნებულის მოადგილეები ზაქარია დარჩიაშვილი და გუმბათ ბაბაევი, და რაიონების გამგებლები და სოფლების წარმომადგენლები. შეხვედრის მთავარი ამოცანა რეგიონში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის მოკლე დროში ეფექტურად გადაჭრის გეგმის ჩამოყალიბება იყო. საუბარი სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებსა და დამსწრეებს შორის კითხვა-პასუხის სახით წარიმართა. არაქართული სოფლების და რაიონების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას ექმნება. საუბრისას რამოდენიმე ძირითადი პრობლემატური საკითხი გამოიკვეთა: მთავარი ენობრივი ბარიერი, რის გამოც ფერხდება არაქართულ მოსახლეობის ინტეგრაცია საზოგადოებაში. ამ პრობლემის გადაჭრის რამოდენიმე საშუალება დასახელდა. ეს არის, პირველ რიგში სასწავლო დაწესებულებების, სკოლების და საბავშვო ბაღების გახსნა არაქართულ სოფლებში, რომლის არ არსებობის გამოც ახალგაზრდობას სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელება ხშირ შემთხვევაში მეზობელ ქვეყნებში უწევს, შემდეგ კი საქართველოში აღარ ბრუნდებიან. რაც მთავარია, სკოლებში ადგილობრივი მოსახლეობიდან უნდა მოხდეს კადრების შევსება. ამ ეტაპზე მოსახლეობაში ქართული ენის არ ცოდნის გამო პრობლემის გადაჭრა რთულია. ალტერნატივად, კი ქართული ენის მასწვლებლების ქალაქიდან ჩამოყვანა და მათთვის მაღალი ანაზღაურების დანიშვნა დასახელდა. ქვემო ქართლის გუბერნატორმა, დავით კირკიტაძემ საინტერესო წინადადება შესთავაზა მთავრობის წარმომადგენლებს. მან თანადგომა სთხოვა ხელისუფლებას ახალქალაქსა და მარნუელში სასწავლო ცენტრის გახსნის თაობაზე, სადაც ქართულ ენაში გაძლიერებულად მოემზადებიან დამამთავრებელი კლასის არაქართულ ენოვანი მოსწავლეები. შეხვდერდაზე აღინიშნა, რომ ასევე მოსაგვერებელია ქართული სატელევიზიო არხების პრობლემა, რომელთა სიხშირე ვერ აღწევს ასეთ სოფლებამდე, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა იძულებულია თურქული და აზერბაიჯანული არხების მეშვეობით მიიღონ ინფორმაციები. რეინტეგრაციის საკითხებში სახლმწიფო მინისტრის მოადგილის ელენე თევდორაძის განცხადებით, სამინისტრო მზადაა შეხვედრაზე გამოთქმული ყველა წინადადება განიხილოს და შესაბამისი დახმარება გაუწიოს ამ საკითხების დადებითად გადაწყვეტაში. მისივე თქმით, რეინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით ვარდების რევოლუციის შემდეგ სერიოზული ძვრებია, მაგრამ მაინც არსებობს პრობლემები, რომლის გადასაჭრელად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები არაერთ პროგრამას ახორცილებენ. თუმცა დადებითი შედეგების უფრო ეფექტურად მიღწევა შესაძლებელი იქნება პრობლემატურ რეგიონებთან უშუალო თანამაშრომლობის და შეხვედრების მეშვეობით შექმნილი საერთო სურათის ხელისუფლებაში მიტანით. |
|
|
||||
|
|
|
| მთავარი გვერდი | არქივი | გალერეა | გვერდის დასაწყისი | |
|
| ENGLISH VERSION | |
|
დაგვიკავშირდით: (995 34) 19 42 73 მოგვწერეთ: pr@kvemokartli.gov.ge დიზაინი ზვიად კეჭაყმაძე |
|
|
|
© «KVEMOKARTLI.GE». ქვემო ქართლის მხარის ოფიციალური საინფორმაციო ვებ-გვერდი. |
ყველა საავტორო უფლება დაცულია |
|